ძიება

სამშენებლო ვებსაიტის დამზადება

ვებსაიტები სამშენებლო ბიზნესისთვის

სამშენებლო ვებსაიტის დამზადება

Web Reflection ქმნის თანამედროვე, სწრაფ და SEO ოპტიმიზირებულ სამშენებლო ვებსაიტებს დეველოპერული კომპანიებისთვის, სამშენებლო ბრენდებისთვის და უძრავი ქონების პროექტებისთვის

SEO ოპტიმიზაცია მობილურზე მორგებული სართულების არჩევა
სამშენებლო ვებსაიტის დამზადება სართულების არჩევის ფუნქციით
რატომ არის საჭირო?

სამშენებლო კომპანიისთვის ვებსაიტი მხოლოდ პრეზენტაცია არ არის

სწორად აწყობილი ვებსაიტი ეხმარება მომხმარებელს პროექტის გაცნობაში, ბინების ან სართულების არჩევასა და კომპანიასთან სწრაფად დაკავშირებაში

SEO ოპტიმიზაცია

გვერდის სტრუქტურა ეწყობა ისე, რომ Google-მა უკეთ გაიგოს თქვენი სერვისი და მომხმარებელმა მარტივად გიპოვოთ საძიებო სისტემაში

სართულების არჩევა

შესაძლებელია ინტერაქტიული სექციის დამატება, სადაც მომხმარებელი სართულების მიხედვით ნახავს პროექტის დეტალებს, ბინებს ან სივრცეებს

მობილურზე მორგებული დიზაინი

ვებსაიტი სრულად ერგება ტელეფონს, ტაბლეტს და ლეპტოპს, რაც მნიშვნელოვანია უძრავი ქონების პროექტების სწრაფად სანახავად

ლიდების მიღება

კონტაქტის ფორმა, ზარის ღილაკი და სწრაფი მოთხოვნის გაგზავნა დაგეხმარებათ დაინტერესებული მომხმარებლების მიღებაში

სამშენებლო ვებსაიტის დიზაინი ლეპტოპსა და ტელეფონზე
ინტერაქტიული ფუნქცია

სართულების არჩევა მაუსით ან თითით

სამშენებლო ვებსაიტზე შესაძლებელია დაემატოს ვიზუალური ბლოკი, სადაც მომხმარებელი აირჩევს სართულს, ნახავს შესაბამის ინფორმაციას და მარტივად გადავა დეტალურ გვერდზე

რა შედის სამშენებლო ვებსაიტის დამზადებაში?

სამშენებლო ვებსაიტის დამზადება მოიცავს პროექტის პრეზენტაციას, კომპანიის შესახებ ინფორმაციის სწორად დალაგებას, სერვისების გვერდებს, პროექტების გალერეას, კონტაქტის ფორმას და საჭიროების შემთხვევაში ინტერაქტიულ ფუნქციებს, როგორიცაა სართულების არჩევა, ბინების ფილტრაცია ან პროექტის დეტალური გვერდები

Web Reflection ქმნის ვებსაიტებს, რომლებიც მორგებულია როგორც მომხმარებლისთვის მარტივ გამოყენებაზე, ისე საძიებო სისტემებისთვის სწორ სტრუქტურაზე. ეს ნიშნავს სწრაფ ჩატვირთვას, სუფთა კოდს, სწორ სათაურებს, აღწერებს, მობილურ ვერსიას და კონტენტს, რომელიც ეხმარება თქვენს ბიზნესს მეტი დაინტერესებული მომხმარებლის მიღებაში

  • სამშენებლო კომპანიის თანამედროვე პრეზენტაცია
  • უძრავი ქონების პროექტების გვერდები
  • სართულების ან ბინების არჩევის ვიზუალური ბლოკი
  • SEO ოპტიმიზირებული სტრუქტურა
  • მობილურზე და ლეპტოპზე მორგებული დიზაინი
  • კონტაქტის ფორმა, ზარის ღილაკი და მოთხოვნის გაგზავნა
სამუშაო პროცესი

როგორ მზადდება სამშენებლო ვებსაიტი

01

სტრუქტურის დაგეგმვა

ვადგენთ რა გვერდები, სექციები და ფუნქციები სჭირდება თქვენს სამშენებლო პროექტს

02

დიზაინის შექმნა

ვამზადებთ სუფთა, თანამედროვე და სანდო ვიზუალს, რომელიც შეეფერება სამშენებლო სფეროს

03

ვებსაიტის აწყობა

ვაწყობთ სწრაფ, responsive და მარტივად სამართავ ვებსაიტს WordPress-ზე ან საჭირო ტექნოლოგიაზე

04

SEO და გაშვება

ვამზადებთ გვერდს საძიებო სისტემებისთვის და ვამოწმებთ ტექნიკურ გამართულობას

დაგეგმეთ პროექტი WEB REFLECTION - თან ერთად

დაგვიკავშირდით
+995 599 52 10 96
WhatsApp
+995 599 52 10 96
ტელეფონი
+995 599 52 10 96